ივლისი 17, 2019
weather cur horoscope tv

თუ პრაიდს ქართული პოლიცია იცავს და მას ვინმე ურტყამს, დაიცავი პოლიციელი – მარგველაშვილი

22:08 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019 hits 324

„კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს - პრაიდში მისვლა არაა საჭირო, მაგრამ თუ ხედავ, რომ ამ პრაიდს ქართული პოლიცია იცავს და ამ პოლიციას ვინმე ურტყამს, დაიცავი პოლიციელი და დადექი შუაში“, – განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით.

ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „პოლიტმეტრი“ გიორგი მარგველაშვილს ჰკითხეს, რომ მიეწვიათ, მივიდოდა თუ არა პრაიდში, რაზეც მან უპასუხა, რომ მისი მესიჯი იქნებოდა არასწორი, რადგან „ამ ორიენტაციის წარმომადგენელი“ არ არის.

„პრაიდში ჩემი მისვლა იქნებოდა ტყუილი, იმიტომ, რომ მე არ ვარ ამ ორიენტაციის ადამიანი. ვხედავ, რომ ისინი დასაცავები არიან, მაგრამ მე მათთაგანი არ ვარ. ამიტომ მე დავდგებოდი იმ პოლიციელის გვერდით, რომელიც იცავს პრაიდს და იქ დავინახავდი საქართველოს, ქრისტიანობის და ადამიანის უფლებების დაცვას“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ლგბტ თემი თავს არავის ესხმის, არამედ თავს იცავს იმ აგრესიისგან, რომელიც საზოგადოებაშია.

„თუ მაინც და მაინც პრაიდი არ გინდა, როდესაც სხვა ორიენტაციის ადამიანს - სამწუხაროდ,  ნიუსებში გაიგებ, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოკლეს,შეურაცხყოფა მიაყენეს, პირველი შენ უნდა გამოხვიდე და თქვა, რომ ეს მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში საჭირო აღარ იქნება ამ ადამიანების მიერ ასე თავგანწირულად საკუთარი თავის დაცვა. ჩვენ ეს უნდა ვიგრძნოთ. ისინი ჩვენ კი არ გვესხმიან თავს, ისინი თავს იცავენ არა ჩემგან და ვიღაც ადამიანისგან, არამედ იმ აგრესიისგან, რომელიც არსებობს საზოგადოებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]