weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და პარლამენტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

22:17 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

შინაგან საქმეთა სამინსიტრო პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია.

„შინაგან საქმეთა სამინსიტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონების გარღვევას და პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ცოტა ხნის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან, მომიტინგეები პარლამენტში მშვიდობიანად შევლენ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]