ექიმის ცნობით, ღამის განმავლობაში საავადმყოფოში 24 პაციენტი მიიღეს.
„მათგან ოთხს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს კვლევები“, – განაცხადა დღეს, დილით ექიმმა.
პარლამენტთან დაშავებული ადამიანების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები რამდენჯერმე გამოიყენეს.