weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აქციის დარბევისას დაშავებულმა ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა

10:20 პარასკევი, 21 ივნისი 2019
ფოტო © Mari Nikuradze / OC Media ფოტო © Mari Nikuradze / OC Media

თბილისში, პარლამენტთან გამართული აქციის დარბევისას დაშავებულმა ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ უთხრა.

ექიმის ცნობით, ღამის განმავლობაში საავადმყოფოში 24 პაციენტი მიიღეს.

„მათგან ოთხს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს კვლევები“, – განაცხადა დღეს, დილით ექიმმა.

პარლამენტთან დაშავებული ადამიანების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები რამდენჯერმე გამოიყენეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]