weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუ განმეორდება ასეთი სისხლისღვრა, თავს გავწირავთ ახალგაზრდების გადასარჩენად – მეუფე პეტრე

15:30 პარასკევი, 21 ივნისი 2019

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე თბილისში, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აქციის დარბევის დროს, ქაშუეთის ეკლესიის კარი დაკეტილი იყო. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, დღეს თბილისში თავის სამონაზვნო დასთან ერთად ჩავა და იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ფაქტი განმეორდება, ახალგაზრდების გადასარჩენად თავს გაწირავენ.

„გუშინ, ისევე როგორც 9 აპრილს, ისევე როგორც სამოქალაქო დაპირისპირების დღეებში, 91-92 წლებში, საქართველოს ეკლესიამ ვერ მოახერხა მწემსი კეთილის სიმაღლეზე და ქრისტიანული მოწოდებით დაემტკიცებინა, რომ თავი გაეწირა ერის და ერის შვილების გადასარჩენად, ძალიან ვწუხვართ, რომ წუხელ ქაშუეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი.

მე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს სამონაზვნო დასთან ერთად დღეს ჩავიდე თბილისში, ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, მოწოდებებს, მაგრამ იქ ვიქნებით მხოლოდ ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმისთვის, რომ თუ დღეს ისევ განმეორდება ასეთი უმოწყალო დაპირისპირება, უმოწყალო დამოკიდებულება და სისხლისღვრა ქართველი ახალგაზრდების მიმართ, ჩვენ ცოცხალი კედელით ჩავდგეთ შუაში და როგორც ქრისტიანებმა გავწიროთ თავი ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, – განაცხადა მეუფე პეტრემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]