weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

18:55 პარასკევი, 21 ივნისი 2019
ფოტო ირაკლი ხვადაგიანის ფეისბუქ-გვერდიდან ფოტო ირაკლი ხვადაგიანის ფეისბუქ-გვერდიდან

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს, რომელიც 20 ივნისს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ცხრადღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანამშრომელი დავით ჯიშკარიანი ავრცელებს, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა.

მისივე თქმით, ხვადაგიანს დაკავების დროს სცემეს. მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმა - დავით ხვადაგიანიც, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ხვადაგიანს ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ განცხადებით, მათ მკვლევარს პატიმრობა ერთი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ პარლამენტთან სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილე დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]