weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 7 საათზე განახლდება

12:39 შაბათი, 22 ივნისი 2019
ფოტო © Zurab Tsertsvadze ფოტო © Zurab Tsertsvadze

თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება. გვიან ღამით აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა მშვილდაძემ მომიტინგეებს მიმართა და განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, 20 ივნისის აქციაზე დაკავებულების განთავისუფლებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.

„ხელისუფლებისგან არ მიგვიღია არანაირი პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე, ეს ნიშმავს ორ რამეს: პირველი - ჩვენი ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და მეორე - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ მშვიდობიანი გზებით ძალადობის გარეშე, სიტყვის, იდეისა და ერთობის ძალით... ყოველ შემდეგ დღეს უფრო და უფრო მეტი გამოვალთ“, – განაცხადა მშვილდაძემ.

მშვილდაძის თქმით, თუკი ხვალ, 7 საათამდე უკლებლივ ყველა დაკავებულს არ გაათავისუფლებენ, აქციის მონაწილეებს „მერე უკვე ექნებათ ყველნაირი მორალური უფლება, აირჩიონ მათთვის [ხელისუფლებისთვის] გასაგები მეთოდები იმისთვის, რომ მათი სამართლიანი, ლოგიკური, ეროვნული სამშობლოსთვის საჭირო მოთხოვნები აუცილებლად შესრულდეს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის დროს სამართალდამცველებმა 305 ადამიანი სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დააკავეს. სასამართლომ მათ ნაწილს უკვე შეუფარდა პატიმრობა.

თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას. ერთ-ერთმა მათგანმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტია, სესიის დროს, საქართველოს პარლამენტში, თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან მიმართა ქართველ და უცხოელ დეპუტატებს. „ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

20 ივნისის საპროტესტო აქციის შედეგად ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმღვანელია, დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]