ავარიის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4 ბრიგადა მუშაობდა. რუსთავის კლინიკაშია გადაყვანილი 4 დაშავებული, 2 პაციენტი ბოკერიას კლინიკაში მოათავსეს. დანარჩენებს ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
თვითმხილველების თქმით, ტრაილერს პირველად ის ავტომობილი შეეჯახა, რომელშიც ნეფე-პატარძალი და მეჯვარეები ისხდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.