weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ითხოვენ, რეზინის ტყვიებით საპროტესტო აქციების დაშლა კანონით აიკრძალოს

20:40 შაბათი, 22 ივნისი 2019

საპროტესტო აქციების დაშლისას პოლიციას რეზინის ტყვიების გამოყენება რომ აეკრძალოს, ამ მოთხოვნით, პეტიცია შეიქმნა და ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.

„დაუშვებელია მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა იმგვარი იარაღით, რომელიც გამოიწვევს ადამიანების დასახიჩრებას ან სიკვდილს. იარაღის ინსტრუქციაში პირდაპირ მითითებულია, რომ მისი გამოყენება ადამიანის წინააღმდეგ, იწვევს სასიკვდილო ჭრილობებს.

პოლიციის შესახებ კანონის მე -12 მუხლი, ადგენს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია იქნას გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ ჩამონათვალში, არსადაა ნახსენები რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, კანონში არსებული ჩანაწერი - არალეტალური იარაღი, პოლიციის მხრიდან აღქმულია როგორც რეზინის ტყვიების მომიტინგეების საპირისპიროდ გამოყენების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია კანონში გაჩნდეს პირდაპირი აკრძალვა, ამდაგვარი იარაღის გამოყენების თაობაზე.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და ცვლილებები შევიდეს პოლიციის შესახებ კანონში. პირდაპირ აიკრძალოს, რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა“, - აღნიშნულია პეტიციაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა, ათობით ადამიანს კი სხეულის დაზიანებები აქვს. მძიმეა ორი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პოლიციამ აქციის დასაშლელად დემონსტრანტების წინააღმდეგ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და რეზინის სხვადასხვა სახეობის ტყვიები გამოიყენა. არაერთი სამართალდამცავი აქციის მონაწილეებს ტყვიებს სახეში, თვალებში, თავსა და სასქესო ორგანოებში დამიზნებით ესროდა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]