ამ დროისთვის ქუთაისის დამწვრობის ცენტრში ორი დაშავებული რჩება.
18 ივნისს, ავტომშენებლის N14-ში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109- მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბინაში ბუნებრივი აირი არ დაგროვებულა და ხანძარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მიზანმიმართულად გააჩინეს.

			
		
		
	      
	      
	      






























					
					
					
					
					
					
 