weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პეტრე-პავლობის მარხვა, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილი იქნება

14:11 კვირა, 23 ივნისი 2019

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, პეტრე-პავლობის მარხვა, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილი იქნება. მარხვის შენახვის წესი ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში აკურთხა.

„ხვალ იწყება პეტრე-პავლობის მარხვა. პეტრე-პავლობის მარხვის დროს თევზი არ იჭმევა ოთხშაბათსა და პარასკევს, დანარჩენ დღეებში გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ მიიღოთ თევზი“, – აღნიშნა პატრიარქმა.

პეტრე-პავლობის მარხვა 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.

პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება.  მისი ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული – ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე – შვიდი დღე. პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასთან და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]