weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოსამართლე ლევან მურუსიძემ აქციაზე დაკავებული სამი პირი დარბაზიდან გაათავისუფლა

22:10 კვირა, 23 ივნისი 2019

20 ივნისის აქციაზე დაკავებულები - ირაკლი ხვადაგიანი, ცოტნე ცხვედიანი და იოსებ თხელიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებით, დაკავებულებს 3 დღე-ღამის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრათ, რაც მათი დაკავების მომენტიდან აითვალა. შესაბამისად, ირაკლი ხვადაგიანი, ცოტნე ცხვედიანი და იოსებ თხელიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 21 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ ცხრა, თერთმეტ და თორმეტდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც სააპელაციოში გაასაჩვრეს.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლეს ირაკლი ხვადაგიანმა მიმართა და უთხრა, რომ ცხრა დღეს სიამოვნებით გაატარებდა იზოლატორში, რადგან არ სურდა მისი გათავისუფლების დოკუმენტზე ლევან მურუსიძის ხელმოწერა ყოფილიყო.

ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარია, აცხადებდა, რომ დაკავებისას სამართალდამცველებმა სცემეს. მას დაზიანება თვალის არეში ეტყობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]