weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინის ცესკომ სააკაშვილის პარტიის კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაციაზე უარი უთხრა

09:52 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალ ძალთა მოძრაობის“ კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაციაზე უარი უთხრა. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცესკომ 23 ივნისს მიიღო.

„შესაბამისი დოკუმენტების განხილვის შემდეგ, ცესკომ უარი თქვა „ახალ ძალთა მოძრაობის“ საარჩევნო სიაში შეყვანილი კანდიდატების რეგისტრაციაზე, რომლებიც მრავალმანდატიან და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში იყვნენ წარდგენილები“, – განაცხადა ცესკომ.

მათივე განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტმა არჩევნები 21 მაისის ბრძანებით დანიშნა და შესაბამისად, პარტიის პოლიტსაბჭო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს 8 მაისის სხდომაზე ვერ განიხილავდა. ასევე, ცესკოს ცნობით, 10 ივნისს „ახალ ძალთა მოძრაობის“ რიგგარეშე ყრილობა, სადაც საარჩევნო სია დამტკიცდა, ამ პარტიის წესდების დარღვევით ჩატარდა.

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 21 ივლისს ჩატარდება. „ახალ ძალთა მოძრაობის“ 10-კაციანი საარჩევნო სიის სათავეში მიხეილ სააკაშვილი იყო. სააკაშვილი აცხადებდა, რომ თუ ცესკო დეპუტატობის კანდიდატად არ დაარეგისტრირებდა, სასამართლოში იჩივლებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]