ლირიკოსი პოეტი მირზა გელოვანი 1917 წელს დაიბადა სოფელ ნაქალაქარში (ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტი). იგი დიდ სამამულო ომში დაიღუპა 1944 წლის ივლისში, 27 წლის ასაკში. დაკრძალულია ბელორუსში, ვიტებსკის ოლქის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე. გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: „ლექსები" (1954), „შავნაბადა“ (1956), „ცხრაკარა“ (1960), „უბის წიგნაკიდან" (1964), „თეთრი მიწა“ (1972), „ფრონტული ლექსები“ (1975).
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ 2016 წლის ნოემბერში რეკომენდაციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას, რათა გუდამაყრის სკოლას ცნობილი ქართველი მწერლისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის სახელი მიენიჭოს.
სოფელ ზანდუკის სკოლა ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა გუდამაყრის ხეობაში. ამავე ხეობაში მდებარეობს ცნობილი ქართველი მწერლისა და კინორეჟისორის - გოდერძი ჩოხელის მშობლიური სოფელი ჩოხი. გუდამაყრის ხეობის მცხოვრებლებმა არაერთხელ გამოთქვეს სურვილი, რომ ზანდუკის საჯარო სკოლას გოდერძი ჩოხელის სახელი ეწოდებოდეს.
ადგილობრივების თქმით, ამ საკითხზე მიმართეს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, თუმცა პასუხად უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ სკოლისთვის რომელიმე საზოგადო მოღვაწის სახელის დასარქმევად აუცილებელია მისი გარდაცვალებიდან გასული იყოს 20 წელი მაინც. გოდერძი ჩოხელი 2007 წელს გარდაიცვალა.