weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

პარლამენტთან აქციის სამმა მონაწილემ შიმშილობა დაიწყო

12:07 ორშაბათი, 24 ივნისი 2019
ფოტო © რადიო თავისუფლება ფოტო © რადიო თავისუფლება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილე სამმა სტუდენტმა, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, გვიან ღამით შიმშილობა დაიწყო. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, მათ დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუერთდება.

„მოშიმშილეთა რიცხვი ყოველდღიურად გაიზრდება. რაც შეეხება მიზეზებს, ოთხი დღის განმავლობაში ხელისუფლებას მოთმინებით და მშვიდობიანად ველოდეთ, რომ გაეთვალისწინებინა ჩვენი მოთხოვნები და მოწოდებები. ხელისუფლებამ ეს ყურად არ იყო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეყენებინა მაქსიმალური ზომა, ყველაზე მკაცრი რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და დავიწყეთ შიმშილობა. ვაპირებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი. გახარია გადადგება მანამ, ვიდრე ჩვენ ძალიან მოგვშივდება“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19 საათზე განახლდება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია 20 ივნისის აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება და მოძალადე სამართალდამცველების პასუხისგებაში მიცემა, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული საარჩევნო სისტემით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]