weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ძალიან ვდარდობ, რომ იმ ღამეს თქვენს გვერდით არ ვიყავი – მაკა ჩიჩუა აქციის მონაწილეებს

22:08 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მეხუთე დღეს, მომიტინგეებს საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩუჩუამ მიმართა.

„რამდენი ხანია აქ ვარ და ვფიქრობდი, რომ პირველი ვიქნებოდი და მინდოდა, რომ პირველს მომემართა თქვენთვის, მაგრამ ვერ გავბედე. ვერ გავბედე იმიტომ, რომ ვერ დაგიცავით. ახალგაზრდები ვერ დავიცავი იმ სისხლიან ღამეს.

რასაც მე ტელევიზორში ვუყურებდი, მინდოდა, რომ მე ერთ-ერთი ვყოფილიყავი, ოღონდ ნუ იქნებოდა ის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა.

მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც ერთ-ერთი მშობელი, როგორც იმ გოგოს დედა, რომელმაც თვალი დაკარგა. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც თქვენი თანამოქალაქე. მე ვარ დამნაშავე, რომ დღეს ისევ მეორდება ასეთი სისხლიანი ღამეები. ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ახალი რეალობა შეგვექმნა ახალი თაობისთვის. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქართველო ჯანსაღი, პროგრესული, ძლიერი და რაც მთავარია, გაერთიანებული. მეტირება და ძალიან ვდარდობ, რომ იმ ღამეს თქვენს გვერდით არ ვიყავი“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას. ერთ-ერთმა მათგანმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტია, სესიის დროს საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან მიმართა ქართველ და უცხოელ დეპუტატებს.

20 ივნისის ღამეს, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა დემონსტრანტები. ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 სამართალდამცველი იყო. ორმა ადამიანმა, რომელსაც რეზინის ტყვია მოხვდა, თვალი დაკარგა.

მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]