weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუდაურში ადგილობრივებმა Mountain Set: Kazbegi საფესტივალო ტერიტორია დაარბიეს

09:59 სამშაბათი, 25 ივნისი 2019

გუდაურში ადგილობრივმა მოსახლეობამ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის - Mountain Set: Kazbegi-ის ტერიტორია დაარბია. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბ ბასიანის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ამასობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარბია Mountain Set: Kazbegi-ის საფესტივალო ტერიტორია, დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშახელს – ზნედაცემულებმა წმინდა მიწაზე ფეხი არ დადგათო“, – წერს ნაჯა ორაშვილი.

მომხდარის შესახებ ადგილობრივებიც წერდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - ქურდობა (177-ე მუხლი) და სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება (187-ე მუხლი) დაიწყო. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხვები მიმდინარეობს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში 28; 29 და 30 ივნისსაა დაგეგმილი.

 

ამ თემაზე:

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომლის ტერიტორია გუდაურში დაარბიეს, არ გაუქმდება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]