აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულები ხულოს მკვიდრები არიან. ისინი თურქეთში, სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და 26 ივნისს, გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდნენ.
დაღუპული და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ამ დროისთვის ცხედრების გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.