weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთში ფესტივალი „აქთუშეთიი 2017“ გაიმართება

18:02 პარასკევი, 14 ივლისი 2017

27 ივლისს გაიხსნება და 5 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება თუშეთში, სოფელ ომალოში ფესტივალი „აქთუშეთიი 2017“. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მხატვრები, კერამიკოსები, ფოტოგრაფები და მუსიკოსები მასტერკლასებსა და ლექციებს ჩაატარებენ. დაგეგმილია დოღი, სპორტული და მუსიკალური ღონისძიებები. ფესტივალზე დასწრება უფასოა.

ფესტივალის მონაწილეებს შორის არიან ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე, ფილოლოგები ამირან არაბული და გიორგი ცოცანიძე, ისტორიკოსი ნუგზარ იდოიძე, ფოტოგრაფი გიორგი შერმაზანაშვილი და სხვები.

ფესტივალია თემატიკა და განრიგი ასეთია:

27 ივლისი

18:00 საათი – ფესტივალის გახსნა:

გიორგი ცოცანიძე – პრეზენტაზია თემაზე: თუშეთის ისტორია;

ნუგზარ იდოიძე – პრეზენტაცია თმაზე: თუშეთი - სტრუქტურულ ანთროპოლოგიურ ჭრილში;

მუსიკა – რეზო კიკნაძე, ნიკოლოზ გაბაძე, დათო კიკაბიძე, ირაკლი ჭოლაძე, ბენ ვილერი, KID Jesus ექსპერიმენტული ცოცხალი შესრულება.

 

 28 ივლისი

დილა:

ირაკლი შავგულიძე – ვორკშოპი თემაზე: ლანდშაფტის ფოტოგრაფიის თეორია (ადგილმდებარეობისა და დროის შერჩევა მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ლანდშაფტის ფოტოგრაფია, ირმის ნახტომის ფოტოგრაფია, კომპოზიცია და დამუშავების წესები);

ნანული აზიკური – პრეზენტაცია თემაზე: თუშური გამოყენებითი ხელოვნება.

შუადღე:

გიორგი ცოცანიძე – პრეზენტაზია თემაზე: თუშური დიალექტი

რეზო კიკნაძე – ლექცია თემაზე: მუსიკის ტექნოლოგია კომპოზიციასა და იმპროვიზაციას შორის;

გიორგი შერმაზანაშვილი – ვორქშოპი თემაზე: Drone Photography (დრონის ტიპები, ძირითადი პრინციპები, ლოკაციის შერჩევა, უსაფრთხოების ზომები, კომპოზიცია, ფოტოების დამუშავება, გასათვალისწინებელი საკითხები).

საღამო:

ეთერ თათარაიძე – პრეზენტაცია თემაზე: თუშური ფოლკლორი, პროზა და პოეზია;

გიორგი ცოცანიძე – პრეზენტაცია თემაზე: დღეობები;

ირაკლი შავგულიძე – ვორკშოპი თემაზე: მზის ჩასვლის ფოტო გადაღება, ირმის ნახტომის ფოტო გადაღება;

მუსიკა – რეზო კიკნაძე, ნიკოლოზ გაბაძე, დათო კიკაბიძე, ირაკლი ჭოლაძე (ბენდის ცოცხალი შესრულება).

 

29 ივლისი

დილა:

ირაკლი შავგულიძე – ვორკშოპი: მზის ამოსვლის ფოტო გადაღება;

ნანული აზიკური – პრეზენტიაცია თემაზე: თუშური ორნამენტი, ქსოვა, ქარგვა, ღებვა;

ეთერ თათარაიძე – პრეზენტაცია თემაზე: თუშეთის ჰეროიკული ამბები.

შუადღე:

ნიკოლოზ კაპანაძე – ვორკშოპი თემაზე: Max/MSP-ს და Arduinos დაკავშირება, სერიული კომუნიკაცია, ინტერაქტიული მართვის მოწყობილობები;

ბენ ვილერი – პრეზენტაცია თემაზე: „Mountains of Tongues“ კავკასიური მუსიკის მიმოხილვა.

საღამო:

ეთერ თათარაიძე – პრეზენტაცია თემაზე: თუშური მითოლოგია;

ამირან არაბული – ფოტოები თავისი ისტორიებით;

მუსიკა – რეზო კიკნაძე, ნიკოლოზ გაბაძე, დათო კიკაბიძე, ირაკლი ჭოლაძე (ბენდის კონცერტი), Tete Noise (ცოცხალი შესრულება).

 

30 ივლისი

შუადღე:

ანდრეი სავინიხი – ვორკშოპი თემაზე: 3D ხმის ბინაურალური და სივრცითი აუდიო ჩაწერა;

რეზო კიკნაძე – მასტერ-კლასი თემაზე: თავისუფალი იმპროვიზაცია;

მუსიკა – რეზო კიკნაძე, ნიკოლოზ გაბაძე, დათო კიკაბიძე, ირაკლი ჭოლაძე (ბენდის კონცერტი); Tete Noise, ბენ ვილერი, სკოტ მაკკალახი (ექსპერიმენტული ცოცხალი შესრულება).

 

31 ივლისი

შუადღე:

ვატო წერეთელი – ლექცია თემაზე: სოციალური ინოვაცია როგორც აუცილებლობა;

მუსიკა – ბენ ვილერი, აგატა ვილჩიკ (ცოცხალი შესრულება).

 

1 აგვისტო

საღამო:

ლევან ჯობავა – პრეზენტაცია თემაზე: ქართული რაგბის ისტორია, განვითარების ცალკეულ ეტაპებზე გამორჩეული ფიგურები;

გიორგი რაჯებაშვილი – ვორკშოპი თემაზე: ველური ბუნების ფოტოგრაფია;

მუსიკა – ანდრეი სავინიხი DJ set.

 

2 აგვისტო

დილა:

გიორგი რაჯებაშვილი – ველური ბუნების ფოტო გადაღება თუშეთის ეროვნულ პარკში; თაჩ-რაგბის ჩემპიონატი ბავშვთა შორის;

სკოტ მაკკალახი – ვორკშოპი თემაზე: ხმის პოეტიკა 1917-2017 წლებში. დისკუსია: საბჭოთა კუბოფუტურიზმი და Zaum ნამუშევრები, სტეფან მალარმე და მისი გავლენა ჯონ ქეიჯზე, სამუელ ბეკეტის რადიო ჩანაწერები, ვილიამ ბუროუს, ამირი ბარაკა და თავისუფალი ჯაზი, შავკანიანი ამერიკელების გოსპელი, გედალია ტაზარტეს, იამაიკური და შავკანიანი ბრიტანელების პოეზია, ვუ-ტანგ კლანი, გრაჰამ ლამბკინი (ნაწილი პირველი);

შუადღე:

ლევან ჯობავა – პრეზენტაცია თემაზე: სარაგბო ღირებულებები, რაგბის პრინციპები, ქართული საკლუბო და ბავშვთა რაგბი;

ბენ ველერი – ვორკშოპი თემაზე: კრეატიული კომპოზიცია და ეთნოგრაფიული წყაროები.

საღამო:

მალხაზ შველიძე – პრეზენტაცია თემაზე: კერამიკა და ყოფა;

ნატო ერისთავი – პრეზენტაცია თემაზე: ახალი ქართული კერამიკა;

მოჰამა ჰაჩიჩა – პრეზენტაცია თემაზე: მისი ხელოვნება და კერამიკის პრინციპები;

გიორგი რაჯებაშვილი – ველური ბუნების ფოტო გადაღება თუშეთის ეროვნულ პარკში;

მუსიკა – სკოტ მაკკალახი, აგატა ვილჩიკ (ცოცხალი შესრულება).

 

3 აგვისტო

დილა:

გიორგი რაჯებაშვილი – ველური ბუნების ფოტო გადაღება თუშეთის ეროვნულ პარკში თაჩ-რაგბის ჩემპიონატი ბავშვთა შორის;

კერამიკოსები - გამოსაწვავი ღუმელის აშენება;

შუადღე:

სკოტ მაკკალახი – ვორკშოპი თემაზე: ხმის პოეტიკა 1917-2017 წლებში. დისკუსია: საბჭოთა კუბოფუტურიზმი და Zaum ნამუშევრები, სტეფან მალარმე და მისი გავლენა ჯონ ქეიჯზე, სამუელ ბეკეტის რადიო ჩანაწერები, ვილიამ ბუროუს, ამირი ბარაკა და თავისუფალი ჯაზი, შავკანიანი ამერიკელების გოსპელი, გედალია ტაზარტეს, იამაიკური და შავკანიანი ბრიტანელების პოეზია, ვუ-ტანგ კლანი, გრაჰამ ლამბკინი (მეორე ნაწილი);

ლევან ჯობავა – ვორკშოპი თემაზე: რატომ უნდა მივიყვანოთ ბავშვი რაგბიზე; რა სტერეოტიპები არსებობს მშობლებში და როგორია რეალობა;

საღამო:

სარა ბენ ატია – პრეზენტაცია საკუთარ ნამუშევრებსა და ნოუ ჰაუზე;

ბორის როცე – პრეზენტაცია საკუთარ ნამუშევრებსა და ნოუ ჰაუზე;

იანინა მირონოვა – პრეზენტაცია საკუთარ ნამუშევრებსა და ნოუ ჰაუზე;

მუსიკა – ვაჟა მარრ (ცოცხალი შესრულება), ანდრეი სავინიხი DJ set.

 

4 აგვისტო

ნამუშევრების გამოფენა;

კერამიკოსები – კერამიკის გამოწვის დაწყება, ბავშვებისთვის ფიალების მოსახატი მაგიდის გაშლა, რაკუს გამოწვა, დიდი ქანდაკების გამოწვის დაწყება;

რაგბი – თაჩ-რაგბის ჩემპიონატი ბავშვთა შორის;

მუსიკა – The Black Marrows და Olympic Snow (ცოცხალი შესრულება).

 

5 აგვისტო

რაგბი – ბავშვთა შორის თაჩ-რაგბის ჩემპიონატის ფინალი;

ნამუშევრების გამოფენა;

კერამიკოსები – გამოსაწვავი ღუმელის გახსნა, ბავშვებისთვის ფიალების მოსახატი მაგიდის გაშლა, ჩარხზე ამოყვანა;

დოღი;

მუსიკა – ნატუკა ნაცვლიშვილი (ცოცხალი შესრულება), Olympic Snow DJ set.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]