weather cur horoscope tv
ოქტომბერი 30, 2020

რეზინის ტყვიების გამოყენების რეგლამენტები შესაძლოა გადაიხედოს – გახარია

21:57 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019 hits 700

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში, 20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველთა მიერ არ ყოფილა გამოყენებული არცერთი ტყვია, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებით განსაზღვრულ ნორმებს.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, ის რეგლამენტები, რომლებიც დღეს ამ ნაწილში არსებობს, შესაძლებელია, გადაიხედოს.

„ეს არის ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, არის გამოსაძიებელი იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში შემდგომ ასეთი აღარ განმეორდეს. ჩვენ ხომ ახლა ყველას კარგად გვესმის, რომ სამწუხაროდ მომავალშიც შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტები გახდეს დასაცავი. ან რაღაც სხვა მასობრივი ღონისძიებები იყოს სადაც მსგავსი ექსცესები შეიძლება მოხდეს, ამიტომ ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ ჩვენს საერთაშორისო კოლეგებთან ერთად, რომელთა ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი - რა მოხდა ამის გასაანალიზებლად და რა შეიძლება, რომ უკეთესი გავაკეთოთ. უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა იყოს ობიექტური.

თქვენ მაგალითად არალეტალურ რეზინის ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზოგიერთი ეძახის დათვისას - ეს უბრალოდ ცინიკური ტყუილია, რომელიც ხვალ და ზეგ გაჟღერდება. ყველაფერს ხომ გამოძიება გამოიძიებს და იტყვის რას რა სახელი უნდა ერქვას. თუმცა,

ის რეგლამენტები რომლებიც დღეს არსებობს, ამ რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში შესაძლებელია, რომ იყოს გადახედული.

შეიძლება, რომ გადავხედოთ, რაღაც ნაწილში შეიძლება ამოვიღოთ, ან შეიძლება ცოტა სხვა სახის პროტოკოლები გავაკეთოთ, რომელიც უფრო გაითვალისწინებს რაღაც საერთაშორისო ნორმებს“, – განაცხადა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შემთხვევები, როდესაც ხდებოდა დამიზნებით ან ახლო მანძილიდან სროლა, გამოსაძიებელია.

„ამას არანაირი კავშირი არ აქვს პროცედურულ თემებთან რომელიც იქნება გასაუმჯობესებელი. ეს სხვადასხვა რამეა. არსებობს დღევანდელი პროტოკოლი რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და თუ ვინმემ ეს დაარღვია, ეს ჩანს კამერებზე და გვაქვს ამის დამადასტურებელი ფაქტები, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დასჯილი. რასაც ჩვენ ახლა გავაკეთებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი ტყვია რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებით მსგავს ღონისძიებაში გამოყენების ნორმებს, რა თქმა უნდა, გამოყენებული არ ყოფილა. ვერ იქნებოდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]