weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მოპედის სიმთვრალეში მართვა 1 ნოემბრიდან დაისჯება

11:36 შაბათი, 15 ივლისი 2017

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 1 ნოემბრიდან მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ მოპედის მართვა ჯარიმით დაისჯება.

კერძოდ, მოპედის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, ან მოპედის მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, მძღოლის 150 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მოპედის მართვისას, ასევე ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდების შემთხვევაში, კი მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.

თუკი ამ სამართალდარღვევის ჩამდენი პირი ჯერ არ არის 16 წლის ასაკს მიღწეული, დაკისრებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს (მშობელს, მეურვეს, მზრუნველს).

დღეისათვის მოქმედი კანონით მოპედის სიმთვრალეში მართვისთვის რაიმე სახის სანქცია განსაზღვრული არ არის. დასჯადია მხოლოდ მოპედის მძღოლის ანდა მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა, რაც 100 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]