მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე ირმა ხონელიძე, საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი, მისი მოადგილე ნანა ქირია; საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტუბერკულოზის პროგრამის მართვისა და კონტროლის სამსახურის უფროსი მარინა ჯანჯღავა; აგრეთვე საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები რუსუდან ასპინძელაშვილი და ინგა ქინქლაძე; ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის ტუბერკულოზის განყოფილების მმართველი გულნარა გონაშვილი; საფრანგეთის პარიზის „კოშენ ჰოტელ დიუს ჰოსპიტალის“ ექიმი ფილიპ მორანი და პროფესორი დიმინიკ სალმონი; საფრანგეთის „ესპას სანტე ბლუას“ ექიმი ამად ჯიბაუი.
კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველი და ფრანგი ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობას.
ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“, ფრანგი ექიმების, „საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა“ და ორგანიზაცია „ექიმი-ბიოლოგები საზღვრებს გარეშე“-ს მხარდაჭერით განხორციელდა.
დღეს დღეისობით, სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის ცენტრი, ონკოლოგია-ქიმიოთერაპიისა და ტუბერკულოზის განყოფილება ისევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.
ცენტრის წლევანდელი ძირითადი მიმართულება კი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაა საფრანგეთსა და საქართველში.