weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თავისუფლების მარში გაიმართება

12:21 შაბათი, 29 ივნისი 2019

დღეს, 29 ივნისს, თბილისში, საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან მეათე დღეს, თავისუფლების მარში გაიმართება. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, მსვლელობა 19:00-ზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდება.

„გიორგი გახარიამ რუსი კომუნისტი დეპუტატი, ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი - სერგეი გავრილოვი საქართველოში შემოუშვა. ამ ფაქტის გამპროტესტებელი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კი, ძალის გამოყენების ბრძანება გასცა. პოლიციამ, მინისტრის ბრძანებით, გამოიყენა არასათანადო ძალა და ცხოველებისთვის განკუთვნილი რეზინის ტყვიები მშვიდობიან დემონსტრანტებს დაუშინა.

ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს და დაუყოვნებლივ გადააყენოს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც თავადვე აღიარებს, რომ პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება“, 
– ნათქვამია მსვლელობის ორგანიზატორების განცხადებაში.

თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას. ერთ-ერთმა მათგანმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტია, სესიის დროს, საქართველოს პარლამენტში, თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან მიმართა ქართველ და უცხოელ დეპუტატებს.

„ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

20 ივნისის საპროტესტო აქციის შედეგად ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.

24 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გამოდიან ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 20 ივნისიდან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

აქციის მონაწილეები დღემდე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]