weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს იყო გამიზნულად ნასროლი, მელოდებოდნენ და მესროლეს – ბიჭი, რომელმაც თვალი დაკარგა

13:19 შაბათი, 29 ივნისი 2019

გიორგი სულაშვილი, რომელმაც რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა, 20 ივნისის აქციის დარბევას იხსენებს. მისი თქმით, სამართალდამცავებმა ტყვია გამიზნულად ესროლეს.

„მე ვიდექი პარლამენტის კიბეებთან, გვერდზე და გვერდიდანვე მესროლეს. გასროლის ხმა გავიგონე და ეგრევე მომხვდა. ეს არ იყო შემთხვევით ნასროლი. ეს იყო გამიზნულად ნასროლი. მელოდებოდნენ და მესროლეს. ყველაფერი უნდა დალაგდეს: სახემ შეხორცება დაიწყოს, ძვლებმა - აღდგენა იმიტომ, რომ იმპლანტები მიდევს სახეში. სახის ძვლები ფაქტობრივად აღარ მქონდა, სულ დამტვრეული მქონდა“, – ამბობს გიორგი სულაშვილი ტელეარხ „მესამესთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, მეორე თვალიც რომ არ ჰქონდეს, მაინც იტყვის – „რუსეთი ოკუპანტია“.

„ქართველობის გამო ვიყავი იქ იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ყველაფერზე შემტკივა გული აბსოლუტურად...

რუსეთი ოკუპანტია და ყოველთვის ვიტყვი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში. მეორე თვალიც რომ არ მქონდეს, მაგ აზრზე ვიქნები.

რუსეთი არის დამპყრობელი და საქართველო უნდა იყოს რუსეთის გარეშე. ჩვენი ბოლო ომი ყოფილიყოს რუსეთთან და სხვებს აღარ გამოეცადოთ ასეთი სიმწარე, რაც მე და მაკომ გამოვცადეთ. ის მართლაც გმირია“, – ამბობს აქციის მონაწილე.

20 ივნისის აქციის დროს დარბევის დროს, სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიის შედეგად თვალი დაკარგა 18 წლის მაკო გომურმაც. ის სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფება.

ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს საავადმყოფოებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 პოლიციელი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]