weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სენაკში, მდინარე ცივში მამა-შვილი დაიხრჩო

16:29 შაბათი, 29 ივნისი 2019

სენაკის მუნიციპალიტეტში, მენჯის თემში, 45 წლის კაცი და მისი მცირეწლოვანი შვილი მდინარე ცივში დაიხრჩვნენ. როგორც „რეგინფოს“ მერის წარმომადგენელმა, გიგლა ელიავამ უთხრა შემთხვევა გუშინ, საგაბისკირიოს უბანში მოხდა. მამა-შვილის ცხედრები დღეს იპოვეს.

„მამა-შვილი დაახლოებით 2 საათზე გავიდა სახლიდან და უკან რომ აღარ დაბრუნდნენ, ძებნა დაუწყეს. ადგილობრივებმა მათი ტანსაცმელი მდინარის ნაპირზე ნახეს. გუშინ გვიან ღამემდე ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ. ცხედრები დღეს იპოვეს. იმ ადგილას, სადაც დაიხჩვნენ მდინარე ძალიან ღრმაა. კაცი 45 წლის არის, ფოთის ტერმინალში მუშაობდა, გოგონა კი 12 წლამდე იქნება“, – განაცხადა გიგლა ელიავამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსხურში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოებში მაშველები და მყვინთავები იყვნენ ჩართული. პოლიციამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]