weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისი-ბათუმის მატარებელი გზაში გაფუჭდა და ადგილზე 2 საათით გვიან ჩავიდა

16:56 შაბათი, 29 ივნისი 2019
ფოტო არჩილ გამზარდიას Facebook-დან ფოტო არჩილ გამზარდიას Facebook-დან

თბილისი-ბათუმის რეისზე დანიშნული დამატებითი მატარებელი გზაში გაფუჭდა და ჩაქვთან იყო გაჩერებული. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში არჩილ გამზარდიამ გაავრცელა. მისი თქმით, მატარებელს „დამცველები რამდენჯერმე გადაეწვა“.

„ვდგავართ სადღაც ჩაქვის გზაზე. უიმედო ხალხის ნაწილი ფეხით ცდილობს წასვლას, თუმცა კოკისპირული წვიმა და ქარია, რის გამოც ძალიან რთულია ამ შუა გზიდან სადმე წასვლა. თბილისი-ბათუმის მატარებელი ტექნიკურად გაუმართავია. უკვე 7 საათია მოვდივართ და არავინ იცის, როდის ჩავალთ დანიშნულების ადგილას. 90-იანების მერე, მატარებლით ასე არ მიმგზავრია“, – წერდა გამზარდია სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

მისივე თქმით, მატარებელი ბათუმში, ორი საათის დაგვიანებით ჩავიდა: „რამდენ ადამიანს გაგვიფუჭდა საქმე. ბოდიში მაინც მოგვიხადოს რკინიგზამ“.

„საქართველოს რკინიგზის“ ცხელ ხაზზე „რეგინფოს“ უთხრეს, რომ მატარებელს ტექნიკური შეფერხება ჰქონდა. მათივე განცხადებით, ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს სამუშაო დღეებში უნდა მივმართოთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]