weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით „თავისუფლების მარში“ ზუგდიდშიც გამართეს

01:14 კვირა, 30 ივნისი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით „თავისუფლების მარში“ ზუგდიდშიც გაიმართა. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ამით სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში გამართულ მსვლელობას.

„თავისუფლების მარში“, რომლის მთავარი მოწოდება იყო „გახარია წადი“, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლასთან დაიწყო და სიმბოლურად, 1924 წლის აჯანყებულთა მემორიალთან დასრულდა, რათა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ საბჭოთა რეპრესიები და რუსეთის რეალური სახე.

მსვლელობის მონაწილეების თქმით, კარგია ის, რომ მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი შესრულდა, თუმცა ძალაში რჩება მთავარი – გიორგი გახარიას გადადგომა. როგორც ისინი აცხადებენ, სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრია პასუხისმგებელი 20 ივნისის აქციის ძალის გამოყენებით დაშლაზე.

„თავისუფლების მარში“ თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მეათე დღეს გაიმართა. თბილისში, დემონსტრანტებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოაწყეს, 19.00 საათზე კი პარლამენტის წინ აქციას შეუერთდნენ. აქციაზე გამოჩნდა ბანერი თვალახვეული გიორგი გახარიას გამოსახულებით და წარწერით - „წადი“.

აქცია პარლამენტის შენობასთან 30 ივნისს, 19:00 საათზე განახლდება.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]