თბილისში არსებული საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელად გამოყოფილია დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი:
- მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის მიმართულებით N175 საჯარო სკოლამდე;
- მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით N177, N173 და N39 საჯარო სკოლებამდე;
- მეტრო „ვარკეთილიდან“ N117 საჯარო სკოლამდე;
- მეტრო „სამგორის“ზედა ამოსასვლელიდან N103 საჯარო სკოლამდე;
- მეტრო „დიდუბიდან“ N147 საჯარო სკოლამდე.
ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრის მისამართს.
პირველ ივლისს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ ტესტს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.