weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

10:17 ორშაბათი, 01 ივლისი 2019

დღეს, პირველ ივლისს, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი მუშაობს.

წელს ყველა ცენტრი გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17-24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12 000-მდე კანდიდატმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო მასწავლებლის კომპეტენციას 31 000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]