weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახმეტაში ველომარათონი „იცხოვრე ჯანსაღად – გაუფრთხილდი გარემოს“ გაიმართა

10:29 ორშაბათი, 01 ივლისი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ინიციატივით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი, შეუერთდა ევროპის ენერგეტიკის კვირეულს და 29 ივნისს, მდგრადი ენერგეტიკის დღის აღსანიშნად ველომარათონი „იცხოვრე ჯანსაღად – გაუფრთხილდი გარემოს“ გამართა.

გარდა ამისა, ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ახმეტაში თემატური ნახატით მოიხატა კედელი, დარიგდა საინფორმაციო ბარათები, ჩანთები და მაისურები.

ახმეტის მუნიციპალიტეტი საქართველოს 23 მუნიციპალიტეტთან ერთად „მერების შეთანხმების“ მემორანდუმის ხელმომწერი მუნიციპალიტეტია. პროგრამა „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით – კლიმატის ცლილებებისა და ენერგეტიკისთვის“ ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და მისი მიზანია ხელმომწერმა მუნიციპალიტეტებმა 2030 წლისათვის მინიმუმ 30%-ით შეამცირონ CO2 -ის და სხვა სათბური აირების ემისია საკუთარი ტერიტორიებიდან ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების საშუალებებით.

ღონისძიება ,,ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარდა, რომელმაც მერიას მონაწილეებისთვის მაისურები, ჩანთები და გულსაბნევები გადასცა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ა(ა)იპ მამიაურის სახელობის სახელოვნებო და შემეცნებითი სკოლის თანამშრომლებსა და შსს-ს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ღონისძიების მსვლელობისას გაწეული დახმარებისთვის.

[R] ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]