როგორც ტელეკომპანია იუწყება, თვითმხილველის მიერ 21 ივნისს, ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე გადაღებული ეს ვიდეოკადრები საქართველოს მთავარ პროკურატურასაც აქვს და საქმეში მტკიცებულებად დევს.
პროკურატურა 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამატებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იძიებს.
24 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ათ სამართალდამცველს, რომელიც აქციის დაშლაში მონაწილეობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები კი ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა.

 
			 
		
		 
	       
	       
	      






























 
					 
					 
					 
					 
					 
					 
 