weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ძამის ხეობიდან აჭარლებიც გაგვექცნენ, სასულიერო პირებმა შეავიწროვეს – ქარელის ვიცე-მერი

15:27 ორშაბათი, 01 ივლისი 2019

ქარელის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, ნუგზარ დაბრუნდაშვილის განცხადებით, ძამის ხეობის სოფელ გვერძინეთს 90-იან წლებში იქ დასახლებული აჭარლებიც ტოვებენ. როგორ დაბრუნდაშვილმა Qartli.ge-ის გადაცემაში „ქართლის სტუდია“ განაცხადა, აჭარლებს სასულიერო პირები ავიწროებენ.

„გვერძინეთი თავის დროზე ადმინისტრაციული ცენტრი იყო, მაგრამ აჭარლებიც გაგვექცნენ, სამწუხაროდ. ძალიან ცოტა დაგვრჩნენ. ესენი ეკომიგრანტები არ არიან. თვითნებურად ჩამოსულები არიან ჯავახეთიდან. გამსახურდიას პერიოდში, ჯავახეთში ჩაასახლეს, ხელისუფლებამ ახალი სახლები აუშენა, მაგრამ იქ ვერ გაჩერდნენ. ჯავახეთში მკაცრი კლიმატია და დაიცალა იქაურობა. ჩვენი ორი სოფელი დაიკავეს. ძალიან კარგად მიიღეს დარჩენილმა ადგილობრივებმაც, ხელისუფლებამაც. საარჩევნო სიებშიც შეიყვანეს და ცხოვრობდნენ დღემდე, მაგრამ ამ ბოლო წლებში დაიწყეს ისევ უკან წასვლა. ეკრანის წინ ცოტა ძნელია თქვა, რატომ... სასულიერო პირებმა შეავიწროვეს ძალიან. მოგეხსენებათ, რომ ძამის ხეობა სავსეა ეკლესია-მონასტრებით. ცოტა ცუდი მიდგომის გამო მოხდა ეს. სხვა სოფლებშიც გვყავს მთავრობის მიერ ჩამოსახლებული ეკომიგრანტები და ინათლებიან, ქორწინდებიან. აი მანდ, მოხდა ეგრე“, – განაცხადა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა, თუ არა რელიგიური ნიშნით შევიწროებას, ვიცე-მერმა უპასუხა: „არა მარტო რელიგიური ნიშნით. მაპატიეთ. დავასრულებ ლაპარაკს ამ თემაზე კამერის წინ.

სახელმწიფო ვერ იცავს მათ უფლებებს?

- თუ ჩაერია კი, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად არალეგალურად ხდება, რომ... წავიდა მოსახლეობა, აიკრიფა გუდა-ნაბადი და წავიდა. რატომ წავიდა და რისთვის, ამის ძიებას ჩვენ ნამდვილად ვეღარ დავიწყებთ. ბევრი წავიდა და ამის გამო თუ იმის გამო, წავიდნენ. სკოლა დატვირთული გვქონდა და ამჟამად, 11 ბავშვიღა დადის, როცა დაახლოებით 60 ბავშვი დადიოდა. უკანასკნელი სამი-ოთხი წლის მანძილზე ნელ-ნელა შემცირდა“, – აცხადებს ქარელის ვიცე-მერი.

სოფელ გვერძინეთში 1990-იან წლებში ჩასულმა აჭარლებმა ის სახლები დაიკავეს, სადაც მანამდე ოსები ცხოვრობდნენ. Qartli.ge-ის ინფორმაციით, ისინიც ამბობენ, რომ საძოვრები, რომლითაც სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, სასულიერო პირებმა შეისყიდეს. გარდა საძოვრების პრობლემისა, ადგილობრივების ნაწილი ყოფილი მფლობელებისგან სახლების საკუთრებაში გადაფორმებას ვერ ახერხებენ.

Qartli.ge წერს, რომ ზოგიერთი ოჯახი ჩრდილოეთ ოსეთიდან გვერძინეთში ბრუნდება. რამდენიმე მათგანმა კი, სახლი აჭარლებს უკვე მიჰყიდა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]