weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აქციის მონაწილე სახურავიდან არ გადაუგდიათ, ქვემოთ პოლიციელებს გადასცეს – შსს

16:44 ორშაბათი, 01 ივლისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც სამართალდამცველები 20 ივნისის აქციის დაკავებულ მონაწილეს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებენ. შსს-ში ადასტურებენ, რომ კადრები ნამდვილად აქციის მონაწილის დაკავებას ასახავს.

სამინისტროს განმარტებით, დაკავებული სახურავიდან კი არ გადააგდეს, არამედ „ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცეს“.

„კადრებში ასახულია აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოქალაქე ნ.რ.-ს დაკავების ეპიზოდი. კადრებში ნათლად ჩანს, რომ ავტოფარეხის სახურავზე მყოფი, მოქალაქე ნ.რ. არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ხდება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რა დროსაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს“, – აცხადებს შსს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებული ნ.რ. აქტიურ მონაწილეობას იღებდა მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებულ ვანდალიზმის აქტებში, მათ შორის მანქანის მტვრევის ეპიზოდშიც.

„დაკავებული აქციის მონაწილე ნ.რ.-მ, მოგვიანებით სასამართლო დარბაზში აღიარა ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომა და საჯარო ბოდიში მოიხადა. სასამართლომ მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„რუსთავი 2“-მა ვიდეოკადრები დღეს გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ვიდეო თვითმხილველმა 21 ივნისს, ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე გადაიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]