თელავის ისტორიულ მუზეუმში „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებისთვის სემინარი ჩაატარეს თემაზე – „სასოფლო-სამეურენეო ნარჩენები, როგორც ენერგეტიკული რესურსი“. აქვე, წარმოდგენილი იყო თელავის ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა - „მდგრადი ენერგეტიკა“.
თელავის ცენტრალურ გამზირზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სიმბოლური ველო-გარბენი მოეწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა.
მდგრადი ენერგეტიკის დღე თელავში მუსიკალური ბენდის, „მუსიკის ქალაქის“ კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, პლატონ კალმახელიძე, „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართელოს“ წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია