weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ია კერზაიას სამაგალითოდ დასჯის ბრძანება გიორგი გახარიამ გასცა – ბაჩანა შენგელია

11:05 სამშაბათი, 02 ივლისი 2019
ფოტოზე ია კერზაია ფოტოზე ია კერზაია

ბაჩანა შენგელია მისი დედის, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოკითხვას ითხოვს. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, შესაბამისი წერილით შენგელია პროკურატურას მიმართავს.

როგორც ბაჩანა შენგელიამ „ლაივპრესს“ უთხრა, მისი ინფორმაციით, N6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარების ბრძანება სწორედ გიორგი გახარიამ გასცა. ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ის შს მინისტრის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„ინსპექტირება სწორედ ია კერზაიას პოლიტიკურ დევნას და მის სამაგალითოდ დასჯას ისახავდა მიზნად, რადგან ის მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ ყოფილა და არც მათ დავალებებს ასრულებდა.

გიორგი გახარია დაუკავშირდა განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ზუგდიდში გაიმართა წინასაარჩევნოდ. დაავალა ინსპექტირება, რადგან ასეთი დირექტორი რეგიონში სამაგალითოდ უნდა დაესაჯათ.

ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს რამდენიმე ადამიანი, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა“, – აცხადებს ბაჩანა შენგელია.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ N6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა.

არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დასკვნით, ინსპექტირების დაგეგმვის, ჩატარების და შედეგების გათვალისწინებით იკვეთება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სავარაუდოდ, მოქმედებდა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და მათ მოქმედებებში დირექტორის დასჯის მიზანმიმართული ინტერესი იკვეთებოდა.

პროკურატურამ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2019 წლის 11 თებერვალს დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]