weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ურეკში რუსი სპორტსმენების გაქურდვის საქმე გახსნილი არ არის

16:10 შაბათი, 15 ივლისი 2017

7 ივლისს ურეკში ახალგაზრდა რუსი სპორტსმენები გაქურდეს, რომლებიც სპორტულ ბანაკში იმყოფებოდნენ. ქურდებმა წაიღეს ტელეფონები, ნოუთბუქები, ფული და პასპორტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ არავინ დაუკავებიათ.

ბანაკში ქალაქ ეკატერინბურგიდან ჩასული 52 ბავშვი, 12 მშობელი და მწვრთნელები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი სპორტსმენის დედა ნატალია ბურცევა ამბობს, რომ ქურდებმა სამსართულიანი შენობიდან პირველ და მეორე სართულზე შეღწევა მოახერხეს და ძვირფასი ნივთები წაიღეს.

"რამდენიმე ბავშვს ტელეფონი, ნოუთბუქი, მშობლების მიერ მიცემული სახარჯო ფული, პასპორტები და სხვა დოკუმენტები მოპარეს. ჩემი აზრით ქურდების სამიზნე ბანაკის ორგანიზატორის, კარატეში მსოფლიო ჩემპიონის მარსელ მანსუროვის ჩანთა იყო, სადაც ფული ინახებოდა. მარსელი თავად იყო ბანაკის ორგანიზატორი. მან საკუთარი ფული ჩადო შენობის შეკეთებაში და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რამდენიმე სპორტსმენი საქართველოში საკუთარი ხარჯით წაიყვანა", - აღნიშნავს ნატალია ბურცევა რუსულ მედიასთან საუბარში.

სპორტსმენებმა რუსეთში დასაბრუნებლად სპეციალური დოკუმენტები დაამზადეს.

ქურდობის ფაქტს გურიის პოლიციის დეპარტამენტი იძებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]