weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დაიწყო

14:09 სამშაბათი, 02 ივლისი 2019

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრი შენდება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 2 178 598 ათასი ლარია გამოყოფილი.

გურჯაანს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტთან აქვს კავშირი, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ტექნოპარკის ასაშენებლად სწორედ ეს ადგილი იქნა შერჩეული.

„ტექნოპარკი, თავისი განვითარების გეგმით, მიზიდულობის ცენტრს ქმნის ახალგაზრდებისთვის. პროექტს უდიდესი მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უზარმაზარი თანხების გამოყოფას გეგმავს ნიჭიერი ახალგაზრდებისა და დაინტერესებული პირების გადამზადებისთვის. 

საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების გადამზადება უახლოეს მომავალში დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტრენინგებს დააფინანსებს, რომელიც შემოდგომიდან დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ ორწლიანი გადამზადების კურსის გავლის შემდეგ ბენეფიციარები საერთაშორისო სერტიფიკატებს მიიღებენ, რაც მათ მუშაობის უფლებას მისცემს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ეს შესაძლებლობები მთელი კახეთის რეგიონის ახალგაზრდებისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იქნება. სწორედ განვითარებულ ახალგაზრდებზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ჩართულობა ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა.

მნიშვნელოვანია, რომ ტექნოპარკი იქნება რეგიონის ცენტრში და ახალგაზრდები, მთელი კახეთიდან შეძლებენ ჩაერთონ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, სიახლეების დანერგვასა და, რაც მთავარია, გრანტების მოზიდვაში.

„მალე კახეთის რეგიონის ახალგაზრდებს იდეების რეალიზებისა და პროექტებზე მუშაობისთვის, განათლების მიღებისა და შემეცნებისთვის მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი ექნებათ. რეგიონული ინოვაციების ცენტრის აშენებით, კახეთი ერთვება ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო პროგრამაში, როგორიც სტარტაპების უპრეცედენტო თანადაფინანსებაა. ერთ-ერთი საგრანტო პროგრამა, რითაც ახალგაზრდები შეძლებენ სარგებლობას, თანადაფინანსების ინოვაციების გრანტების პროგრამაა, რომელიც 650 000 ლარიან გრანტებს გულისხმობს. აღნიშნული სტარტაპ-პროგრამის მიზანი სწორედ ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება ქვეყნის ეკონომიკაში ჩართვაა. ეს, ერთგვარი გამოწვევაა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები აინტერესებს“, – აღნიშნავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი. 

ტექნოპარკის მშენებლობას გურჯაანში შპს „ელჯორჯია“ ახორციელებს. მშენებლობა ერთ წელში უნდა დასრულდეს.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]