weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პირველად უკანაფშავში ინტერნეტი ჩაირთო

23:07 სამშაბათი, 02 ივლისი 2019

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, უკანაფშავში, სოფელ ვაკისოფელში პირველად ჩაირთო ინტერნეტი. ამის შესახებ ინფორმაციას „მთის ამბები“ ავრცელებს.

„ეს იყო დიდი ხნის ოცნება და დღეს ახდა. სადღაც ოთხი-ხუთი წელია ვითხოვდით, რომ უკანაფშავსა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში ყოფილიყო ინტერნეტი და გაჩენილიყო ინტერნეტზე დაფუძნებული სატელეფონო კავშირი.

უკანაფშავი Online! ახლა დაიწყო Wi-Fi-ის ერა. ხარ სადღაც მთებში და შეგიძლია მისწვდე მთელ მსოფლიოს.

შეგიძლია განათლება მიიღო, პრობლემების შესახებ აცნობო მუნიციპალიტეტის მერიას თუ სხვა სტრუქტურებს, ტურიზმი შეგიძლია განავითარო. 21-ე საუკუნეში ინტერნეტი ყველაფერს მოიცავს. ჰაერი და ინტერნეტი თითქმის თანაბარია და დღეს ორივე გვაქვს“, – განაცხადა ნოდარ ტოხოსაშვილმა, რომელსაც ვაკისოფელში მეურნეობა აქვს და ზაფხულს იქ ატარებს.

მისივე თქმით, ინტერნეტი და მასზე დაფუძნებული სატელეფონო კავშირი მთაში გააჩენს საფუძველს ახალგაზრდების დასაბრუნებლად.

ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში Wi-Fi ინტერნეტით ფშავში 17, უკანაფშავში 10, პირაქეთა ხევსურეთში 18, პირიქითა ხევსურეთში 8, არხოტში 3 და გუდამაყრის ხეობაში 13 სოფელი დაიფარება. 

პროექტი, რომელსაც ააიპ „მთის სათემო ქსელი“ ახორციელებს, 25 ათასი დოლარით ამერიკულმა ორგანიზაცია „ინტერნეტსაზოგადოებამ“ დააფინანსა, 246 805 ლარით კი საქართველოს მთავრობამ. ამ თანხით, ჟინვალიდან სხვადასხვა ხეობების მიმართულებით, ინტერნეტის რადიოქსელი მოეწყობა. 15 ათასი ევრო გამოყო საქართველოში ჩეხეთის საელჩომ, რომლის გრანტითაც ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყრის სოფლებში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის ინტერნეტის ინსტალაცია უფასო იქნება. 

 

ამ თემაზე:

რომელ სოფლებს დაფარავს ინტერნეტი ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]