weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებისთვის სამ პირს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12:49 ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლიბერთი ბანკის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სამივე მათგანს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ 2019 წლის 19 აპრილს ნ.ჯ., ა.ლ. და გ.ხ. თბილისში, ვარკეთილში მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალში ჯგუფურად, იარაღის მაგვარი საგნითა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით თავს დაესხნენ ბანკის თანამშრომლებს, მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორებს 2 045 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 19 აპრილს დააკავეს – გ.ხ. და ნ.ჯ. თბილისში, ხოლო ა.ლ. ქუთაისში. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად) წარედგინათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]