ხოლო მეორე შემთხვევაში აბიტურიენტმა გამოცდაზე მობილური ტელეფონი ფარულად შეიტანა, რაც მალევე აღმოაჩინეს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან მიმდინარეობს. აბიტურიენტებმა გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში უკვე ჩააბარეს.
საქართველოში 11 ქალაქში სულ 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. წელს გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.