საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მაშველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის სამძებრო სამუშაოები „112“-ზე შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს და მამაკაცის ცხედარი კლდოვან ფერდობზე იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კაცს ბილიკზე ფეხი დაუცურდა.

			
		
		
	      
	      
	      






























					
					
					
					
					
					
 