შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას აწარმოებს. როგორც შსს-ში 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამასთან, აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამატებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იძიებს საქართველოს პროკურატურა.
გიორგი ყაყიჩაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წლის იანვარში დანიშნა.