როგორც თავშესაფარში აცხადებენ, ნაწამები ძაღლი მათთან გვიან ღამით ქალმა მიიყვანა, რის შემდეგაც გასასინჯად კლინიკაში წაიყვანეს.
„ყბის ძვლები სულ დალეწილია. ჭამას ვერასოდეს შეძლებს. თუ სასწაული არ მოხდა მოგვიწევს ძაღლის დაძინება“, – აცხადებს ძაღლთა თავშესაფარი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.