ღონისძიების ფარგლებში თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იყო უკრაინელი თანამედროვე მხატვრის ალექსანდრე ოხაპკინის ნამუშევრების და უკრაინული რუშნიკების (ძველებური ნაქარგი პირსახოცები) გამოფენა, ხოლო დარბზაში ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.
მაყურებლის წინაშე წარსდგნენ უკრაინის დამსახურებული არტისტი, ივანა კოტიაშ-ელერდაშვილი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, თელავის საპატიო მოქალაქე, ივანე იანტბელიძე და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები - „პატარა კახი“ და „მზე შინა“.
[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია