weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მე და ჩემი გუნდი ვუერთდებით სამართლიან პროტესტს – საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი

16:41 პარასკევი, 05 ივლისი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის „ღამის შოუ პირველზე“ წამყვანმა, ბაჩო ქაჯაიამ გადაცემის დაწყებამდე მაყურებელს მიმართა და თქვა, რომ ის და მისი შემოქმედებითი ჯგუფი უერთდება საზოგადოებრივ პროტესტს, რომელიც 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატების მისვლას მოჰყვა.

„მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც გამოიწვია 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ. ასევე, მინდა გამოვხატო ჩვენი აღშფოთება, რა ფორმითაც მოხდა იმავე საღამოს აქციის დაშლა.

მინდა ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამართალდამცველების მხრიდან“, – განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.

მისივე თქმით, გუშინ, 4 ივლისს სეზონის ბოლო გადაცემა გავიდა, რომელიც 19 ივნისს ჩაიწერა, თუმცა, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ეთერში არ გასულა.

„შესაბამისად, მე ეთერიდან გემშვიდობებით. აქვე, მინდა გითხრათ, რომ ვუერთდები ძალიან კარგ კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“. იმედი მაქვს, ქვეყანაში მდგომარეობა მალე დასტაბილურდება, ბევრი თქვენგანი შემოუერთდება ზემოთ ხსენებულ კამპანიას და ერთმანეთს შევხვდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში“, – მიმართა მაყურებელს ბაჩო ქაჯაიამ.

წამყვანს ამ მიმართვის დროს თეთრი მაისური ეცვა, რომელზეც „რუსეთი ოკუპანტია“ წერია და მავთულხლართები ეხატა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]