weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სავარაუდოდ ამაზე წინასწარ იზრუნეს – დეკანოზი ჯაღმაიძე აშშ-ის საელჩოში გადაღებულ ფოტოზე

17:10 პარასკევი, 05 ივლისი 2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება აშშ-ს საელჩოს ღონისძიებაზე გადაღებულ ფოტოს, სადაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირები და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ერთმანეთს ესაუბრებიან.

დეკანოზი ფოტოს სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე ეხმაურება:

„რა მოხდა აშშ-ს საელჩოში? თავდაპირველად მინდა შევახსენო მკითხველს, რომ საპატრიარქო ორი კვირა თავს იმართლებდა იმ სამიტის გამო, რომელიც მას არ დაუორგანიზებია და გავრილოვის გამო, რომლის მოწვევაც საპატრიარქოსთვის არავის შეუთანხმებია. ახლა კი ფაქტიურად აშშ-ს საელჩოს სტუმრების სიის გამო, ისევ საპატრიარქომ ხომ არ უნდა იმართლოს თავი?

ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა იყო ამ მიღებაზე გადაღებული ფოტოს ისე წარმოჩენა, თითქოს რაიმე დაფარული საუბარი შედგა მღვდელმთავრებსა და ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს შორის.

სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივი და ბანალურია. აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე მიწვეული იყო რამდენიმე ათასი სტუმარი, რა გასაკვირია და საპატრიარქოსთან სტუმრების სია არ შეუთანხმებიათ. იქ აღმოჩნდნენ აღნიშნული ე.წ. პრაიდის ორგანიზატორები და რაღაც მომენტში ასევე სტუმრად მიწვეულ ჩვენს მღვდელმთავრებთან მივიდნენ. სავარაუდოდ, ფოტოს გადაღებაზე წინასწარვე იზრუნეს და ეს შემთხვევით შერჩეული კადრი არაა.

რაც შეეხება საუბრის შინაარსს, აქაც ყველაფერი ჩვეული და მარტივი გასაგებია მათთვის, ვინც იცის ეკლესიის დამოკიდებულება სოდომურ ცოდვასთან დაკავშირებით. ასეთი პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებია ეკლესიას სხვადასხვა ფორმით. მათ გამოთქვეს სურვილი ეკლესიასთან ურთიერთობისა და მღვდელმთავრებმა უპასუხეს, რომ ეკლესია მუდამ მზადაა ნებისმიერ ადამიანთან სასაუბროდ მის მოსაქცევად და მონანულს ყოველთვის სიხარულით იწყნარებს. ხოლო რაც შეეხება ცოდვის პოპულარიზაციას, ეს შეუწყნარებელია და კიდევ უფრო მძიმე ცოდვაა. ეკლესია მუდამ კატეგორიული და შეუვალია ცოდვის განსაზღვრასთან, გამოაშკარავებასთან დაკავშირებით, მუდამ სიფხიზლეს გამოიჩენს და ძალიხმევას არ დააკლებს მის განსაკურნებლად. მღვდელმთავრებმა საუბარში განუმარტეს მათ, რომ ე.წ. პრაიდის გამართვა არის ცოდვის პოპულარიზაცია, ძალადობა საზოგადოებაზე და სრულიად დაუშვებელია.

ჯობს გავიაზროთ, რომ ერთი ძალის მოგონილია ეს ორივე სცენარი და ჩვენს ემოციურ ბუნებაზე გათვლილი პროვოკაციაა, რომელსაც ეკლესიის სამტროდ იყენებენ. დავაკვირდეთ, მიზანი ერთია, როგორმე საზოგადოებაში ეკლესიისადმი ნდობა შემცირდეს“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

თბილისში, აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის 243-ე წლისთავი 3 ივლისს აღნიშნეს. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები გიორგი თაბაგარი და მარიამ კვარაცხელია პატრიარქის მოსაყდრე შიოს, მთავარეპისკოპოსი იაკობს და მიტროპოლიტ შიოს შეხვდნენ. ფოტო On.ge-მ გაავრცელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]