weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მე გავრილოვი არ ვარ – რუსეთის მოქალაქეები თბილისში სოლიდარობის აქციას გამართავენ

13:10 შაბათი, 06 ივლისი 2019

„მე გავრილოვი არ ვარ“; „დაიღალე პუტინისგან? დაისვენე საქართველოში“; „პუტინს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული“, – ამ მოწოდებებით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციის გამართვას აპირებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსადმი სოლიდარობის აქცია 9 ივნისს, 14:00 საათზე უნდა გაიმართოს.

„საქართველოში მცხოვრები რუსები და ტურისტები, ვინც არ იზიარებთ კრემლის პოზიციას საყვარელ საქართველოსთან დაკავშირებით! ვინც ხართ ოკუპაციის წინააღმდეგი! ვისაც მიგაჩნიათ, რომ საქართველო ყველაზე უსაფრთხო და მეგობრული ქვეყანაა მსოფლიოში – ერთმანეთს ვხვდებით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, რათა ვლადიმერ პუტინს ვაჩვენოთ ჩვენი პროტესტი. ვდგევართ საქართველოს გვერდით“, – წერს აქციის ორგანიზატორი, იგორ კურიპტევი.

თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლამ.

20 ივნისს, დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბელის პრეზიდენტიც არის, ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია. მისმა ამ საქციელმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რასაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მოჰყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

„ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ სერგეი გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. რუსი დეპუტატი კი ამბობს, რომ იქ დაიკავა ადგილი, სადაც ქართულმა მხარემ მიუთითა.

21 ივნისს, აქციის დარბევიდან მეორე დღეს, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგმის მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები დღემდე გრძელდება.

თბილისში საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების გაუქმების ბრძანება გამოსცა, „როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ღვინოზე კონტროლი გაამკაცრა, პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კი რუს არტისტებს მოუწოდა საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ, რადგან ქვეყანაში მათთვის უსაფრთხო გარემო არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]