weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მტყუნის … ...!“ – პირველი არხის დირექტორი ბაჩო ქაჯაიას გათავისუფლებაზე

13:58 შაბათი, 06 ივლისი 2019

პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, „სიბრიყვე“ და „სისულელეა“ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადაცემის „ღამის შოუ პირველზე“ წამყვანი, ბაჩო ქაჯაია სამსახურიდან გაათავისუფლეს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო.

ამ თემაზე ვასილ მაღლაფერიძის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

„ამგვარი სისულელე მხოლოდ ისეთ ავადმყოფ თავში შეიძლება გაჩენილიყო, რომელმაც დღეს გაიგო, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც რუსეთთან არც ერთი ომი არ შეხებია, არ განუცდია და ჰგონია, რომ დიდი გმირობა სჭირდება რუსეთი ოკუპანტიას ძახილს.

ცხადია, რომ რუსეთი ოკუპანტია და ვინც ეს მხოლოდ დღეს გაიგო და ამით სპეკულირებს, ნაგავია! ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, არც საქართველოს პირველ არხზე საკუთარ თავს არავინ აკადრებს, რომ ბაჩოს ან საერთოდ ვინმეს უსაყვედუროს, რუსეთზე ოკუპანტი რატომ თქვიო. ერთი ორი შლეგი ყველგანაა და მათ სათვალავში ნუ მივიღებთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, ჩნდება კითხვა, ვინ და რატომ ცდილობდა „ამ უსინდისო ფეიკის აგორებას“.

„ვინ და ის არაკეთილსინდისიერი სუბიექტები, რომლებიც შემთხვევას არ უშვებენ, რომ საქართველოს პირველი არხის დისკრეტიდაცია არ სცადონ. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ისინი არც ამ განმარტებას შეისმენენ და ხვალ და ზეგ მაინც იგივეს გაიმეორებენ, ამიტომ მათთვის საყვარელ და, როგორც ჩანს, ერთადერთ გასაგებ ენაზეც დავუმტკიცებ ამ ფეიკის მომგონებლებსაც და ამგორებლებსაც: მტყუნის ….. ……! წერტილების ადგილას ასოების ჩაწერა წესით არ უნდა გაუჭირდეს, ვისაც ეს ეხება“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

4 ივლისს, გადაცემის დაწყებამდე, ბაჩო ქაჯაიამ მაყურებელს მიმართა და თქვა, რომ ის და მისი შემოქმედებითი ჯგუფი უერთდება საზოგადოებრივ პროტესტს, რომელიც 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატების მისვლას მოჰყვა.

„მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც გამოიწვია 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ. ასევე, მინდა გამოვხატო ჩვენი აღშფოთება, რა ფორმითაც მოხდა იმავე საღამოს აქციის დაშლა. მინდა ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამართალდამცველების მხრიდან“, – თქვა ბაჩო ქაჯაიამ, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]