დაღუპულები და დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან. შსს-ს ცნობით, სომხეთის სანომრე ნიშნებით მოძრავმა ავტომობილმა სავარაუდოდ მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები გორისა და თბილისის საავადმყოფოებში არიან გადაყვენილები. მათ შორის 14 და 16 წლის მოზარდებიც არიან.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.