weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

გაბუნიას არაეთიკური განცხადებები მედიისადმი ნდობას ამცირებს – ქარტია

23:13 კვირა, 07 ივლისი 2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ხელს უწყობს მედიის მიმართ ნდობის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას და აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ს, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში“, – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

გარდა ამისა, ქარტიის შეფასებით, გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას.

„ასევე, ამ ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ“, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გაბუნიამ დღევანდელი გადაცემა რუსულ ენაზე ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. წამყვანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა ტელეარხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ამბობს, რომ ამ თემაზე სათანადო განმარტებებს გააკეთებს.

„რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწისტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“, – დაწერა „ფეისბუქში“ ნიკა გვარამიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]